Saturday, July 2, 2016

მე-9 დღე

შევაჯამეთ  ჩვენი  მუშაობა,  კიდევ ერთველ  გადავხედეთ  პროექტის  გეგმას,  შევიტანეთ
შესწორებები,  დავამატეთ  დეტალები,   ერთმანეთს   გავუზიარეთ   ჩვენი   მოსაზრებები
და  გავითვალისწინეთ  რჩევები.  საქაღალდე  ავტვირთეთ ბლოგზე.
    ეს  ტრენინგები  მე  დამეხმარება  ,  რომ    უფრო  წარმატებით  წარვმართო ჩ ემი  საქმიანობა  და  ჩემს  მოსწავლეებს  დავეხმარო  მიღებული  ცოდნის  გაღრმავებასა  და
რეალურ  ცხოვრებაში  ცოდნის  გამოყენებაში.,21-ე  საუკუნის  უნარ-ჩვევების  განვითარებაში.
      მადლობა  ტრენერს--დიმიტრი   პოპოვს!
 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს  საქაღალდის  ბმული

Friday, July 1, 2016

მე-8 დღე

განვიხილეთ  მოსწავლეთა  ფასილითტაცია პროექტში, შევქმენით  ფასილიტაციის  მასალა,  პრეზენტაციის  შაბლონი,  ფორმა. სისტემის  შექმნა მოსწავლეებისათვის,  პროგრესის  მონიტორინგისათვის.  ასევე  განვიხილეთ  სსსმ  მოსწავლეების  პროექტში მონაწილეობის  შესაძლებლობები  და  აქტივობები.  ამ  მასალას  გავითვალისწინებ
ჩემს  პროექტზე  მუშაობისას  და  ვფიქრობ,  დადებითად  აისახება  მოსწავლეთა  შედეგებზე.
მადლობა  ტრენერს.

Thursday, June 23, 2016

მე-7 დღე

გავეცანი  შეფასების  სტრატეგიებს,  შევადგინეთ   მოსწავლეთა  შეფასების  ფორმები.
ხელმეორედ  გადავხედეთ  სასწავლო  პროექტის  გეგმას,  განვიხილეთ   შეფასების  ბიბლიოთეკა ,რომელიც  დამეხმარება  მოსწავლეთა  სხვადასხვა  უნარების  განვითარებასა  და  შეფასებაში. საინტერესო  იყო  ჯგუფური  მუშაობა  იდეების  შეფასებისას, განვსაზღვრეთ     კრიტერირიუმები   და   ინდიკატორები.
მადლობა   ტრენერს.

Wednesday, June 22, 2016

დღე მე-6

ვისწავლეთ პორთფოლიოს  ბლოგზე  გამოქვეყნება.

ვიმუშავეთ  პროექტის   გეგმაზე.

უფრო  მეტად  ჩავუღრმავდი  პროექტის  გეგმის  პროცედურებს,
დეტალურად  აღვწერე  პროექტის   მიმდინარეობა, შესაბამისად  ვიღებდი   უკუკავშირს,როგორც  ტრენერისაგან  ასევე  მეწყვილისაგან . მსგავსი  მუშაობა  დამეხმარება,  რომ  ჩემი  საქმიანობა  ორიენტირებული  იყოს  მოსწავლეთა  წინსვლასა  და  განვითარებაზე.

ჩემი პროექტის პორტფოლიო

Thursday, June 16, 2016

მე-5 დღე

შევისწავლთ  პროეტის  პრეზენტაციისთვის  სლაიდების  შექმნა, 21-ე   საუკუნის  უნარ-  ჩვევების  გამოყენებით.
შემიძლია   ჩემი  პროექტის  გამოქვეყნება  ბლოგის  საშუალებით ..
დავინტერესდი  ინტერნეტ  რესურსით ,   რომელიც პროექტის  მუსიკალურ  გაფორმებას
ითვალისწინებს.
მონაწილეობა  მივიღე  წყვილებში  მუშაობისას,  გავუზიარეთ  ერთმანეთს   ჩვენი  პროექტის  შესახებ. გამოვიყენეთ  განმავითარებელი    შეფასება--3-2-1-
მომეწონა  სამუშაო  გარემო.
მადლობა  ტრენერს;  დიმიტრი  პოპოვს .

ტრენინგის მე-4 დღე

რა  ვისწავლე :   განვიხილეთ  შეფასების  სხვადასხვა  მეთოდი  განვსაზღვრეთ  მოსწავლეთა  საჭიროება.
ჩემი  პროექტისთვის  მოვამზადე  პრეზენტაცია.
პრაქტიკაში   გამოვიყენე  ბლუმის  გარდნერის  თეორია,  საფეხურების  მიხედვით  შევარჩიე  ზმნები  პროექტის  პროცესისთვის.
უნარები:  პრეზენტაციის  გაწერის  უნარ-ჩვევები, ტექნიკური  უნარ-  ჩვევები.
დამოკიდებულება:  უფრო  მეტად  დამაინტერესა  პრაქტიკულმა  სავარჯიშოებმა,  ეს  დამეხმარება  ჩემი  პროექტის  სრულყოფილად  ჩამოყალიბებაში.
მონაწილეობა:  შეფასების  ჩარჩოს  შევსებაში.
ჩართულობა:  ტრენერსა  და  ჩვენს  შორის  კეთილგანწყობილი დამოკიდებულება,
სამუშაო  გარემო,  კონსტრუქციული  უკუკავშირი .

Sunday, June 12, 2016

დღე -- მე-2 ჩემი პროექტის დაგეგმვა;

გავეცანი   პროექტის   მოთხოვნებს,   მოვამზადე პუბლიკაცია  ჩემი  პროექტისთვის,   შევქმენი  ბლოგი.